2017-06-12 19:15:29, 784 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შეხვედრას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
გიორგი მღებრიშვილმა თათბირზე, დეპარტამენტების დირექტორებთან ერთად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის სტატისტიკა განიხილა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პოლიციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობა გააანალიზა.
შეხვედრის დასასრულს შს მინისტრმა ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კონკრეტული დავალებები მისცა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან