11:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 15:54:59, 962 ნახვა

რეგიონი
ჭიათურის გამგეობა: აუცილებელი არაა ძროხასთან „სელფის“ გადაღება, შიდამეურნეობის დასადასტურებლად ვენახის ფოტოც გამოდგება

აუცილებელი არაა ძროხასთან „სელფის“ გადაღება, შიდამეურნეობის დასადასტურებლად ვენახის ფოტოც გამოდგება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“კირხვალის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭიათურის გამგებლის წარმოამდგენელმა როინ ხუციშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ადამიანმა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების დამადასტურებელი ცნობა მიიღოს, 6 პუნქტიდან 2 მაინც უნდა შეასრულოს. მათ შორის ერთ-ერთია შიდამეურნეობის დამადასტურებელი 4 ფოტოსურათის წარდგენა.

„არავინ არავის არ აიძულებს ძროხასთან „სელფის“ გადაღებას.  როდესაც ადამიანს სტატუსი ენიჭება, როგორც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პიროვნება, არის რამდენიმე ჩამონათვალი, რომელიც ამ ადამიანმა უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი ჩამონათვალი ითვალისწინებს შიდა მეურნეობის დამადასტურებელი ოთხი ფოტოსურათის წარდგენას. აუცილებელი არაა ძროხასთან, ქათამთან და მაპატიეთ, ღორთან „სელფის“ გადაღება. შეიძლება იყოს ყანის, ვენახის ან სათიბის ფოტო და არა შინაური ცხოველის. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ სურათის გადაღება ძროხასთანაც შეიძლება და ესეც შინამეურნეობის დამადასტურებელი ფოტო იქნებოდა. ეს სიტუაცია აქედან აგორდა. თუ ფოტოს გადაღება არ უნდა ადამიანს, არავინ არავის არაფერს აიძულებს. 6 პუნქტიდან ორი მაინც უნდა შეასრულოს ადამიანმა. თუ სხვა საბუთს ვერ წარადგენს პიროვნება, მაშინ ხდება შინამეურნეობის დამადასტურებელი ფოტოს წარდგენა“, - აცხადებს ხუციშვილი.

შეგახსნებთ, რომ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობა „პირველი არხის“ სიუჟეტში აცხადებს, რომ იმისათვის, რომ გამგეობამ მათ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მიანიჭოს  ერთ-ერთი პუნქტია ცხოველებთან ფოტოების გადაღება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics