10:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 14:18:45, 1193 ნახვა

კომენტარი
ეკა სირაძე-დელონე: ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში, ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თავს შევიკავებ წინასწარი დასკვნებისგან. ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ტერორისტული აქტი იყო, რადგან მსგავსი კვლიფიკაცია არ მიუღია. ვიცი, რომ ერთი მღვდელია გარდაცვლილი, მას ყელი გამოჭრეს. კიდევ ერთი ადამიანი არის დაშავებული. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით არ ვრცელდება. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისინი ქალაქ რუენში ცხოვრობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში არცერთი მათგანი არ დაშავებულა“,-განაცხადა ეკატერინა სირაძე-დელონემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში, შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთი მძევალი,  რომელიც სასულიერო პირი იყო, მოკლეს. სამართალდამცველებმ ორივე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics