21:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 14:20:51, 3456 ნახვა

კულტურა
თიბისი გალერეა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

თიბისი გალერეაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, „ხატვის მაგისტრები" გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია განსხვავებულ თემატიკაზე შექმნილი 40-ზე მეტი ნამუშევარი.

7 ახალგაზრდა ხელოვანის ხელწერა და მსოფლმხედველობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, აბსტრაქტულ და რეალისტურ  ნამუშევრებს მხოლოდ საგამოფენო სივრცე აერთიანებთ. ნამუშევრებში სხვადასხვა მასალაა გამოყენებული, მათ შორის ზეთის საღებავები და გრაფიტი.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა თიბისი ბანკსა და სამხატვრო აკადემიას შორის რამდენიმე თვის წინ  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება.

მემორანდუმის მიხედვით, სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რესტავრაციის პროცესის დასრულებამდე, აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები საკუთარ  სასწავლო და შემოქმედებით  პროექტებს თიბისი ბანკის როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და ქუთაისის საგამოფენო სივრცეში გამოფენენ.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებს თიბისი გალერეა მემორანდუმის ფარგლებში უკვე მეორედ მასპინძლობს.

„ხატვის მაგისტრები"  დამთვალიერებელს 16 აპრილამდე ელოდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics