05:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 19:39:17, 566 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინული მედია: უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად უკრაინაში 1 000 ცხედარი დაბრუნდა, რომლებიც რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის დამცველებს ეკუთვნით“, - აცხადებს უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი.

შტაბის ცნობით, შესაბამისი ორგანოები ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზას ჩაატარებენ.

რუსული მხარე აცხადებს, რომ გაცვლის ფარგლებში უკრაინამ მოსკოვს 38 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics