10:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 18:11:23, 799 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე მუშაობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების  მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე მუშაობს. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ  ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის არსებობა.

კონცეფციის პროექტის განსახილველად ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დავით ებრალიძე და ანა დოლიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბნენ. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ მოწვეულ სტუმრებს კონცეფციის სამუშაო ვერსია გააცნო.

კონცეფციის პროექტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მთავარი ამოცანა ომის, კრიზისებისა და მშვიდობიანობის დროს ძირითადი ძალების მხარდაჭერაა. სამუშაო ვერსიაში ასევე გაწერილია რეზერვის სამი კატეგორია - არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი. 
კონცეფციის სამუშაო ვერსია მოიცავს დაგეგმვისა და მართვის მოქნილ, სპეციფიკურ მექანიზმებს; შემუშავებულია რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით; სრულიად აუთენტურია; თუმცა, მოიცავს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას. 

ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მათ საშუალება აქვთ ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის  კონცეფციასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გაიმართება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტრო  კონცეფციის უკვე შეჯერებულ ვარიანტს წარადგენს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს  კონცეფციის პროექტის  პრეზენტაციასა და შეხვედრებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან, ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics