|
2025-03-01 11:47:48, 1455 ნახვა
რეგიონი
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები გურიაში საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის ექვს ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებული, შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა პოლიციელებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ხანდაზმულები და მცირეწლოვნები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს. ასევე, აქტიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობის საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭირო პროდუქტებით მომარაგება. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)