09:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 17:29:14, 560 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე შევჯერდებით

პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა  კონსულტაციებს გამართავს.  

ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა 18 მარტს შედგება. ეს არის ის დრო, როდესაც მეც პარლამენტში ვარ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი სასესიო კვირის განმავლობაში მე არ ვიქნები საქართველოში და მე მსურს, ვუმასპინძლო პრეზიდენტს.  პრეზიდენტიც, ასევე, დაკავებულია სხვა დღეებში. რაც შეეხება გამოსვლის ფორმატს და სხვა დეტალებს, ჩვენ ამაზე შევჯერდებით მას შემდეგ, რაც შეიკრიბება პარლამენტი, იქნება კონსულტაციები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის და მოვემზადებით ამ დღის ღირსეულად ჩასატარებლად“,- აღნიშნა უსუფაშვილმა. 

მისივე თქმით, მომდევნო პლენარული სხდომების კვირას პარლამენტი მიმდინარე დღის წესრიგის მიხედვით იმუშავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics