16:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 10:48:07, 2167 ნახვა

სამხედრო
საქართველოში ვიზიტით რუმინეთის სპეციალური ძალების მეთაური იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მეთაურს, გენერალ-მაიორ ტიბერიუ დაციან სერბანს უმასპინძლა.  - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და სურვილი გამოთქვეს, რომ საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.

„რუმინელი გენერლის ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასებას“. - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics