10:23 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 13:38:58, 1055 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილი უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს. უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ (იტალიური Technogym, FERRO, გერმანული DHZ FITNESS, ამერიკული MATRIX) წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს.

მაღალი ხარისხისა და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სპორტული ინვენტარი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ქვედანაყოფში დამონტაჟდება. საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზებზე სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

დღესვე, თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული ახლადგარემონტებული ყაზარმების სველი წერტილები დაათვალიერა, სადაც უკვე დამონტაჟებულია გერმანული კომპანიის „GROHE“-ს წარმოების თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი. მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი ყველა ბაზაზე მონტაჟდება.

საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამხედრო ბაზების სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ინფრასტრუქტურული განვითარების პოლიტიკა ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტთან გათანაბრებას გულისხმობს. ამ მიზნით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში, ღია და დახურულ სივრცეებში არსებული მულტიფუნქციური სტადიონებისა და სავარჯიშო დარბაზების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან ერთად, სპორტული სივრცეები ახალი, უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობებით აღიჭურვება.

თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე 60 ლოკაციაზე მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია.
თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და აღმოსავლეთის სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics