13:38 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 10:51:27, 8621 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი-ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

მისი თქმით, 60 წელს გადაცილებულ ყველა პაციენტს პნევმონია აღენიშნება.

„ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 38 პაციენტი და გაწერილი გვყავს უკვე 29 პაციენტი. ამ 38 პაციენტიდან 60 წელზე მეტი, ყველას პნევმონია აქვს. ამ პნევმონიებს შორის ერთი გვყავს კრიტიკული, რომლის სტაბილიზირება ვერ არის ჯერჯერობით მიღებული. გვყავდა 4 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია უკვე შესაძლებელი გახდა და უკვე სტაბილურია. გუშინ შემოსული პაციენტებიდან დაგვემატა 2 მძიმე პნევმონია. დანარჩენი ამ პაციენტებში, 22 არის საშუალო სიმძიმის პნევმონია, თუმცა დღევანდელი შეფასებით, შესაძლოა მოხდეს დაავადების პროგრესირება და გახდეს მძიმე, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics