2019-03-29 16:07:57, 3673 ნახვა
Lifestyle
იაპონელ პირველკლასელებს აუხსნიან ვინ არიან ლგბტ ადამიანები
2020 წლის გაზაფხულზე იაპონიის ყველა დაწყებით სკოლაში ახალი წიგნები შემოვა, რომლებშიც სექსუალობის და გენდერული იდენტობის საკითხები არის განხილული.
წიგნში სხვა ყოფით თემასთან ერთად ნახსენები იქნებიან ლგბტ ადამიანები და ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ჩვენგანს მისივე სქესის წარმომადგენლები იზიდავენ. აგრეთვე წიგნში ნახსენები არიან ტრანსგენდერი, ბისექსუალი და ქვიარ ადამიანები.
იაპონელი სკოლის მოსწავლეები ლგბტ ადამიანების შესახებ ინფორმაციას 2018 წლიდან ეცნობიან, მაგრამ აქამდე ამ ტიპის ინფორმაცია დაწყებით სკოლაში არ შეისწავლებოდა.
ახალი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ იაპონიის მოსახლეობის 8,9% საკუთარ თავს ლგბტ+ ადამიანებად მოიაზრებს, რაც ზოგადი მონაცემებით საშუალოზე ნაკლებია.
შეგახსენებთ, რომ იაპონური განათლება ხარისხის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან