00:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 14:11:25, 947 ნახვა

სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირი სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჩატარდა და მასში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობიდან, გენერალური შტაბის სტრუქტურულად და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფებიდან და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან შეჯიბრისთვის სპეციალურად შერჩეული პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.
ტურნირის გამარჯვებული II ქვეითი ბრიგადა გახდა. პირველადგილოსნებს სიგელთან და მედლებთან ერთად ჩემპიონატის თასიც გადაეცათ. მე-2 და მე-3 და მე-4ადგიოლები I საარტილერიო ბრიგადამ, გენერალური შტაბის უზრუნველყოფის ცენტრმა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გადაინაწილეს.
ტურნირზე ასევე გამოვლინდა: საუკეთესო ფეხბურთელი - II ქვეითი ბრიგადის პირველი კლასის რიგითი ნიკოლოზ უგრეხელიძე; საუკეთესო ბომბარდირი - I საარტილერიო ბრიგადის პირველი კლასის რიგითი დავით ტაბატაძე და საუკეთესო მეკარე - საკომენდანტო ასეულის უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი სერჟანტი შმაგი ტაბატაძე.
შეჯიბრი საერთაშორისო წესების დაცვით მიმდინარეობდა და მას სპეციალურად შერჩეული ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics