2015-04-09 16:37:03, 1120 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ზოგიერთი სახელმწიფო განუსაზღვრელად სარგებლობს შეტევითი ხასიათის პოლიტიკით
ზოგიერთი სახელმწიფო განუსაზღვრელად სარგებლობს შეტევითი ხასიათის პოლიტიკით, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „როიტერს“ განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, გააუმჯობესებს სამხედრო ორგანიზაციას და ამ კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გააღრმავებს.
"ჩვენი მიზანია - მისწრაფება მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისაკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი სახელმწიფო განუსაზღვრელად სარგებლობს შეტევითი ხასიათის პოლიტიკით, რის გამოც რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში იზრდება კონფლიქტური სიტუაციების გაღვივების პოტენციალი, რასაც, მართალია, არ უარყოფენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათი ქმედებების არ გათვლისწინება",- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან