13:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 15:32:02, 1037 ნახვა

სამხედრო
სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯევდეთ იაშარმა მიულოცეს. მათ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს.

სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა დაესწრო. ხუთდღიანი კურსის განმავლობაში 38 მსმენელმა სამხედრო-სამოქალაქო თანამშორმლობის სპეციფიკა და მართვა, მედიასთან კოორდინაცია, სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებების წარმოებისა და თარჯიმნებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, ასევე ჰუმანიტარული პროექტების კოორდინაციის საკითხები შეისწავლეს.
სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კურსი თურქეთის რესპუბლიკის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics