09:53 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-04 16:30:45, 926 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციას ეწვია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრი მოინახულა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  რეგიონის პირველ პირს პარკის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაცია ცენტრის დირექტორმა, დავით ხომერიკმა, მიაწოდა.

მათივე ცნობით, ცენტრის დირექტორმა ზურაბ პატარაძეს მტირალას ნაკრძალში დაცული ფლორისა და ფაუნის უნიკალურობის, ახალი ბილიკებისა და მარშრუტების, ასევე პარკის ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი მოსახლეობის ტურიზმში აქტიურად ჩართულობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ბოლო პერიოდში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლად და მთაში ტურიზმის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს, ეს კი დადებითად აისახება ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად მასპინძლობს უცხოელ ვიზიტორებს, რომლებსაც ღამისთევის გარდა საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქტი, შეიძინონ ნატურალური თაფლი, ისარგებლონ ცხენების მომსახურებით, და სხვა სასურველი სერვისებით. უცხოელ ვიზიტორებს მეგზურობასაც ადგილობრივები უწევენ.

მხოლოდ წლევანდელი, ბოლო 8 თვის მონაცემების მიხედვით, მტირალას დაცული ტერიტორია 28 000-მა დგილობრივმა და უცხოელმა ვიზიტორმა მოინახულა, რაც გასული წლების მონაცემებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics