2015-02-26 15:12:51, 683 ნახვა
სამართალი
კახეთში შვილმა მამა მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვასილ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1939 წელს დაბადებულ ჯიმშერ ა-ს ცემისას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ჯიმშერ ა. ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვასილ ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან