2015-02-26 13:18:18, 802 ნახვა
სამართალი
საჯარო სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ 112-ში შესული შეტყობინების ავტორი დადგენილია
ვარკეთილში, 180-ე საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ 112-ში შესული ზარის ავტორი დადგენილია.
როგორც „არგუმენტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოაგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ზარის ავტორი ამავე სკოლის მოსწავლეა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ 180-ე საჯარო სკოლაში გამნაღმველები მუშაობდნენ. უწყების ინფორმაციით, დღეს დილით 180-ე სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. სამართალდამცავებმა სკოლიდან მასწავლებლებისა და მოსწავლეების ევაკუაცია მოახდინეს.
ცნობისთვის, შარშან შსს-მ შესაბამის კანონში ცვლილებები განახორციელა და ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებული მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გაამკაცრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან