2016-05-20 15:49:40, 1108 ნახვა
რეგიონი
„ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ ექიმები სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ხვალ, 12 :00 საათზე „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას გაუწევს: ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ჩატარდება კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც.
სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობოს განყოფილების , აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.
მორიგი უფასო გამოკვლევების აქცია მიმდინარე წლის 25 ივნისს სოფელ ჩიქუნეთში ჩატარდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან