2025-11-02 11:13:22, 905 ნახვა
სამართალი
საქართველოს ორმა მოქალაქემ კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენი მოკლეს
საქართველოს ორმა მოქალაქემ კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენი მოკლეს. ისინი საბერძნეთში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, "კარმიოტისას" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ლიმასოლში, ცეცხლსასროლი იარაღით იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის სახლში შვილთან ერთად ბრუნდებოდა.
ბრალდებულები ჯერ მოტოციკლით გაიქცნენ, შემდეგ კი გზა ფურგონის ტიპის ავტომობილით გააგრძელეს, რომელიც სამართალდამცველებმა დამწვარი იპოვეს. ორი მამაკაცი, რომლებიც ბიძაშვილები არიან და კვიპროსში მუდმივად ცხოვრობენ.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დანაშაულის შემდეგ ორმა სავარაუდო დამნაშავემ კვიპროსი დატოვა და თესალონიკში გაიქცა, სადაც ნათესავებმა შეიფარეს.
ჩრდილოეთ საბერძნეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ქვედირექტორატმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ძებნილი პირები აღმოაჩინა და დააკავა, რითაც მათი ხანმოკლე გაქცევა დასრულდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა