2023-07-25 11:38:11, 2440 ნახვა
სპეციალური ანონსი
26 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში გაემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, 26 ივლისს, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
"წელს, მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.
FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,