08:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 15:38:56, 1792 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა მეთორმეტე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსდამთავრებულებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.

"ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ლიცეუმის 7 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა, კურსდამთავრებულებს კი, დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატები და ლიცეუმის სამკერედე ნიშნები გადაეცათ. 

სამხედრო ლიცეუმი წელს 75-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია. 30 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან 3 გოგონაა. 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დღესვე, ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაზარეთის შენობა საზეიმოდ გახსნეს და განახლებული სარეკრეაციო ადგილი დაათვალიერეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ს, თურქეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ძალისხმევით აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics