10:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 16:25:07, 718 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა ზუგდიდის იუსტიციის სახლში ახალი ქორწინების სახლი გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალაქ ზუგდიდის იუსტიციის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ქორწინების სახლი გახსნა.

დაქორწინების მსურველი პირველი წყვილის ბადრი ქირიასა და მარიამ კვარაცხელიას ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით ჩატარდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 8 თებერვალს, ქალაქ ზუგდიდში ქორწინების სახლის გახსნა სიმბოლურად ქორწინების საერთაშორისო დღეს დაემთხვა.
ამ დრომდე, ქალაქ ზუგდიდში ქორწინების მსურველებს შეეძლოთ მიემართათ იუსტიციის სახლისთვის, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე არის შესაძლებელი. ამჯერად ნებისმიერ წყვილს საშუალება აქვს ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით, უახლესი დიზაინით მოწყობილ ქორწინების დარბაზში დაარეგისტრირონ.
ინფორმაციისთვის, სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა (დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი). მოქალაქეთა მიღება წარმოებს: 09:30–დან 17:00 საათამდე.
აღნიშნულ სამსახურში, ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური საზეიმო მომსახურების საფასური 50 ლარი იქნება.
მიმდინარე წელს საქართველოში 2872 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2015 წელს ქალაქ ზუგდიდში 87 წყვილი დაქორწინდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics