10:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 17:34:00, 11211 ნახვა

სპორტი
ანდრეი ვატუტინი შენგელიაზე - ეროვნულ გუნდში თამაში არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ ნაკრებში არ გავუშვებთ

„სპორტული თვალსაზრისით, ეროვნულ გუნდში თამაში არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, ამ შემთხვევაში, ნაკრებში არ გავუშვებთ" , - ამის შესახებ "ცსკ"-ას პრეზიდენტმა, ანდრეი  ვატუტინმა ინტერვიუს დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერისას არავინ აყენებს ეროვნულ ნაკრებს წინაპლანზე და შენგელიას შემთხვევაში პირველად ხდება ასე.

„ამ თემაზე საუბარი მართლაც გვქონდა და შენგელიას სანაკრებო მატჩებზე გაშვებაზეთანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, არის ერთი პირობაც: ნაკრების მატჩები ზუსტად იმ დღესარ უნდა ემთხვეოდეს, როდესაც ცსკა ევროლიგაში თამაშობს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი თავად კალათბურთელის გადასაწყვეტი იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით. მომავალ სეზონში, მისთვის, სპორტულითვალსაზრისით ეროვნულ გუნდში თამაში არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაცსაქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალური ტურნირის საგზურიუკვე მოპოვებული აქვს, ამდენად, მხოლოდ რეიტინგში მდგომარეობის გაუმჯობესებასა დაახალი მოთამაშეების გამოცდაზე თუ იზრუნებს. გაცილებით მნიშვნელოვანია 2021-22 წლების სეზონი, როდესაც მსოფლიო თასის კვალიფიკაცია დაიწყება.

სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერისას ფაქტობრივადარცერთი კალათბურთელი არ სწევს წინა პლანზე სანაკრებო ინტერესებს, ჩვენ კი, შენგელიას შემთხვევაში, ასეთ რამეს პირველად წავაწყდით. ეს, თორნიკეს დიდპატრიოტიზმზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ საკითხზე ჩვენხისტი პოზიცია არასდროს გვქონია. როდესაც ეროვნული ფედერაციებიდან მოთამაშეებისგაშვების თაობაზე მომართვებს ვიღებთ, მათ ყოველთვის გულისყურით ვეკიდებით. უბრალოდ, აქ სხვა ფაქტორია: კალათბურთელებისთვის არსებული გრაფიკისთვისგაძლება ფიზიკურად რთულია. ხშირად, საკლუბო და სანაკრებო მატჩებს შორის შესვენებაერთი დღეც კი არაა, არადა, ამ დროში ერთი ქვეყნიდან მეორეში უნდა ჩახვიდე დააღდგენა და მომზადება მოასწრო. ამაზე ყველა ვერ წავა. ამდენად, არ ვფიქრობ, რომთოკოს შემთხვევა სერიოზული პრეცედენტი გახდება, რომელიც “სისტემას დაამსხვრევს”, - განაცხადა "ცსკ"-ას პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics