2020-04-02 12:35:34, 1943 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ აჭარისა და გურიის რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის პირველადი ტესტირების პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია.
მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილურადაა.
„9 პაციენტი იყო გუშინ, ერთი გავწერეთ. საეჭვო იყო კორონავირუსზე და არ დადასტურდა, რის გამოც კარანტინში გადავიდა. რაც შეეხება პაციენტს, რომელიც პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია დღეს დამატებითი ტესტი გაუკეთდება და შესაძლებელი იქნება, რომ გაეწეროს და გადავიდეს თვითიზოლაციაში ან კარანტინში. რაც შეეხება მძიმე პაციენტს, მისი მდგომარეობა უცვლელია და ის სტაბილურადაა“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,