2015-07-28 19:13:01, 2194 ნახვა
რეგიონი
ფოთს იენის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფი ეწვია
ფოთს გერმანიის ქალაქ იენის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფი ეწვია, რომელიც საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში კულტურის კერებსა და ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებს ეცნობა.
მსოფლიოში აღიარებული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი დაათვალიერეს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სტუმართა ყურადღება მიიპყრო მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილმა უნიკალურმა არქეოლოგიურმა ნიმუშებმა და არტეფაქტებმა, რომლებიც აღმოჩენილია კოლხეთის დაბლობსა და საქართველოს შავი ზღვისპირეთში.
უცხოელ სტუმრებს მუზეუმში ფოთის მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი,კულტურის სამსახურის უფროსი დავით შეროზია, მუზეუმის დირექტორი ელენე გაბლიანი და ისტორიკოსი ზურაბ სულაბერიძე შეხვდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან