10:24 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-28 11:12:45, 3403 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით  - 1997 წელს დაბადებული რ.ც. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1968 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს.

სამართალდამცველების  მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და დიდი ოდენობით თანხას - 80 000 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ც. და თ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი თანხით შეძენილი ავტომობილი, მობილური ტელეფონები და ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics