2026-01-24 11:43:12, 8614 ნახვა
რეგიონი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს, რათა წინ წამოსწიოს ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა.
მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გასული წლის 8 აგვისტოს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების დაცვისთვის.
„ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, გავაფორმებთ ბრწყინვალე შეთანხმებას სომხეთთან მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ, დავდებთ კონტრაქტებს ჩვენი ნახევარგამტარების მსხვილი მწარმოებლებისთვის, ასევე მივყიდით აზერბაიჯანს აშშ-ში წარმოებულ თავდაცვის საშუალებებს, როგორიცაა ჯავშანჟილეტები, კატარღები და სხვა...“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,