2015-01-06 20:42:26, 1792 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე: პარლამენტს საყდრისთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე აღარ უმსჯელია
„პარლამენტს, საყდრისთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნაზე აღარ უმსჯელია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული კომისიის შეკრებასთან დაკავშირებით მსჯელობა ისევ გაგრძელდება.
„საყდრისთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნაზე პარლამენტს აღარ უმსჯელია, მაგრამ კომისიის შეკრებასთან დაკავშირებით მსჯელობა რა თქმა უნდა გაგრძელდება“, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
აქვე, დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილება მიღებულია და ამ საკითხს პარლამენტი სავარაუდოდ შეკრებისთანავე დაუბრუნდება.
„ამის შესახებ პარლამენტში გადაწყვეტილება მიღებულია. ამ საკითხს კი, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება ალბათ დავუბრუნდებით“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან