20:35 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 16:34:14, 892 ნახვა

კომენტარი
სანიკიძე: დეკრეტში მყოფი დირექტორის მოადგილის გათავისუფლების საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი #115 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე დეკრეტში ყოფნისას სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

როგორც აღნიშნული თემის კომენტირებისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, გათავისუფლებული თანამშრომლის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

"ინფორმაცია მაქვს და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ყველას გამორჩა მხედველობიდან. ეს არის სახელშეკრულებო პირობები, რომელზეც პასუხისმგებლები არიან ხელშეკრულების მხარეები. ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოს მიმართა და ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უნდა იქნას მიღებული. სანამ საქმე სასამართლოში იხილება, არა მგონია ვინმემ შეძლოს რაიმე ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება. ხელშეკრულებას მხარეები ჰყავს და აბსოლუტურად ლეგიტიმური გზით მიდიან პედაგოგიც, სკოლაც და იმედი მაქვს, ეს საკითხი ასე დარეგულირდება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics