02:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-21 23:12:29, 1071 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი: სამწუხაროა, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში თანამდებობეზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ინტერპოლით ძებნილი ადამიანების დანიშვნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და აუხსნა, რომ ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დანიშვნა, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს აზიანებს.

ღარიბაშვილის შეფასებით, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები, უკრაინის მთავრობაში კომფორტულად არიან მოკალათებული.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში. უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ. პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს და პრემიერ იაცენიუკს. ვუთხარი, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და არ არის სასიამოვნო. მე ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს, რატომ შეიძლება დაინიშნოს ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ან ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რომელიც წლების განმავლობაში იმ დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი იყო. ეს პირველ რიგში მათთვის არის დამაზიანებელი, რადგან რაც საქართველოში ხდებოდა, ეს იყო სასტიკი რეჟიმი. სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ეს არის მათი სუვერენული უფლება.როგორ შეიძლება, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად, დაანგრია ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდეს. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინის მთავრობას, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები არ იქნება სასარგებლო ჩვენს ურთიერთობებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics