12:40 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 21:40:22, 864 ნახვა

სპეციალური ანონსი
18 მაისის ანონსი

09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

09:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე ბერნადეტე გერლინგერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი გახსნიან.

10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით III სამეცნიერო კონფერენცია - „ბიომრავალფეროვნება და საქართველო“ ჩატარდება.

10:30 საათზე, #51-ე საჯარო სკოლაში ჩატარდება აქცია „მშობელი - სკოლის თანამშრომელი“. ყველა მშობელს ექნება საშუალება ჩაატაროს გაკვეთილები და მონაწილეობა მიიღოს დირექციის, ადმინისტრაციის, მანდატურის, ექიმის, სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგების, ხარისხის მართვის სამსახურის საქმიანობაში.
მელიქიშვილის #2, 51-ე საჯარო სკოლა

11:00 საათზე, საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციებს გამართავენ.
თემაა: 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების თაობაზე ხელისუფლების ინიციატივა.
მის: თბილისი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში. ჭოველიძის ქ N10. თელავი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. ვაჟა–ფშაველას ქ. N3. გორი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი სტალინის ქ. N7. ოზურგეთი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. ჭავჭავაძის ქ. N14. ზუგდიდი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. რუსთაველის ქ. N52

11:00 საათზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ზესტაფონში გაიმართება.
მის: ზესტაფონი, საქარხნოს ქ. N6, კულტურისა და შემოქმედების ცენტრი

11:00 საათზე, ტექნოპარკი ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღეს უმასპინძლებს.
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7
საკონტაქტო პირები: ქეთი ბუბუტეიშვილი - 595 807 070; სალომე მეცხვარიშვილი - 599 105 090 / ნუცა ქისტაური 593 557 514

11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის“ ფარგლებში პოლიტიკური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

 

11:00 საათზე, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის მეორე ეტაპი ჩატარდება.
მის: მინდელის ქ. N9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში “დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
მის.: კუპრაძის ქ. #11
საკონტაქტო ტელ: 591 388 888

13:00 საათზე, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია) პირველი ვოლიერი გაიხსნება.

13:00 საათზე 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
თემა: ოპოზიციური პარტიების მიერ წერილის გაგზავნა ვენეციის კომისიაში.
მის: სასტუმრო "თბილისი მერიოტი", დარბაზი "სანადიმო"
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98

14:00 საათზე, მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მუზეუმის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ჟურნალისტებისათვის მოეწყობა ექსკლუზიური ტური გამოფენაზე ,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #3, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ოფისი კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც მთავრობის, პარლამენტის, ეროვნული ბანკის, ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

15:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის საგანმანათლებლო პროექტის მიმდინარე საკითხებზე ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ BMJ-ისთან ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის რიგით მე-5 შეხვედრას გახსნის.
მის: აკ. წერეთლის გამზ. #144
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

17:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვარშავის 1944 წლის აჯანყების გმირის, ირინა სხირტლაძის სახელობის პოლონური ენის კაბინეტი გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები
მის: ჩარგლის ქ. N73, აუდიტორია N82





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics