14:21 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-03 11:14:05, 2323 ნახვა

საზოგადოება
სეს-ი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის სამოქმედო არეალებისა და განხორციელების დროის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17 ცხოველი, რომლებსაც დღეს ზუგდიდში დააბრუნებენ.

მათი ცნობით, ზუგდიდის გარდა ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდნენ აბაშაში (5 ძაღლი) და ვანში (3 ძაღლი).

„სურსათის ეროვნული სააგენტო, შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, აგრძელებს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. სააგენტო წინასწარ აქვეყნებს სამოქმედო არეალების კოორდინატებს და დროს:

03.04. იმერეთი, ზესტაფონი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:00 საათი.

03.04. იმერეთი, სამტრედია, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 09:30 საათი.

04.04. კახეთი, ყვარელი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 საათი.

04.04. იმერეთი, ქუთაისი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 საათი.

06.04. იმერეთი ჭიათურა, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 საათი.

06.04. კახეთი, სიღნაღი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 საათი.

07.04. კახეთი, სიღნაღი, წნორის ცენტრი, 11:00 საათი.

07.04. იმერეთი, წყალტუბო, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 საათი.

სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე ცხოველების მოყვარულებს, აღნიშნულ ლოკაციებზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ, საჭიროების მიხედვით, ადგილზე ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია/სტერილიზაცია, პასუხისმგებელ პირთან (მიმკედლებელი, ცხოველის მოყვარული) შეთანხმებით, შესაბამისი აქტის შედგენის საფუძველზე, გადაყვანილი იქნებიან თავშესაფარში. შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება-რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ცხოველები აყვანის ლოკაციაზე დაუბრუნდებიან პასუხისმგებელ პირებს, ასევე, შესაბამისი აქტის შედგენით.

თუ მითითებულ ლოკაციაზე ვერ ხერხდება ცხოველების მიყვანა, რამდენიმე მიმკედლებელს შეუძლია მიმართოს სააგენტოს. ეკიპაჟები მივლენ და უზრუნველყოფენ მანიპულაციების ჩატარებას მათ მიერ მითითებულ ლოკაციაზე”,- ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics