14:22 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 14:31:48, 7115 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეს კარანტინს რამდენიმე მოქალაქე დატოვებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, დღეს კარანტინს რამდენიმე მოქალაქე დატოვებს.

მისი თქმით, მათი დაკვირვების ქვეშ მყოფ 8 მოქალაქეს ჩაუტარდა განმეორებითი ტესტირება და რვავე მათგანის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

„ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 37 მოქალაქე. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ 8 მოქალაქეს გუშინ გაუკეთდა რეტესტირება იმისათვის, რომ დაგვედგინა არიან თუ არა კორონავირუსის მატარებლები, თუმცა ვიცოდით რომ უარყოფითი ჰქონდათ. ზოგიერთს გამოეხატა ტემპერატურული რეაქცია ჩვენი დაკვირვებიდ ქვეშ ყოფნის პერიოდში და ამიტომაც ჩატარდა რეტესტირება. რეტესტირების პასუხი გუშინ ღამით მივიღეთ და რვავეს ნეგატიური პასუხი აქვს. ამიტომ მათგან უმრავლესობა დღეს კლინიკას დატოვებს. ასეთი პიროვნებებისათვის საკარანტინე ვადა დამთავრდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი კვლავ რჩებიან დაკვირვების ქვეშ და როგორც კი გავა დაკვირვების ვადა, მათაც გავათავისუფლებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ 8 პაციენტიდან 6 მაინც დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics