15:24 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 10:43:40, 423 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს რეფორმების გაგრძელებასა და ეკონომიკის გაძლიერებაში დახმარებას ჰპირდება

ევროკავშირი საქართველოს რეფორმების გაგრძელებასა და ეკონომიკის გაძლიერებაში დახმარებას ჰპირდება.

 ამის შესახებ  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და მომეცა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა. მე აქ ვარ არა მხოლოდ იმიტომ, რომ განგვეხილა ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხები, ასევე მაინტერესებდა, მომესმინა საქართველოს პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით და რიგის სამიტზე“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.
„როცა საქმე ეხება მოქალაქეებს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის. საქართველოში ბიზნესმა უნდა ისარგებლოს ევროკავშირის რეგიონალური ინიციატივებით. მცირე და საშუალო საწარმოები ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და წარმოადგენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას. ეკონომიკის გაძლიერება მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქეების კეთილდღეობის დონე ამაღლდეს“, - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics