2015-01-13 14:06:28, 437 ნახვა
პოლიტიკა
კახა კოჟორიძე პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში პრეზიდენტის მრჩევლად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე დაინიშნა.
გარდა ამისა, გიორგი აბაშიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობა ეკავა, დაწინაურდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას მოადგილედ დაინიშნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან