14:54 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-10 11:18:10, 817 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ გასამგზავრებელი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს ანახლებს. 

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მსოფლიოში ამერიკელების მიმართ ტერორისტული აქტების მოწყობის ალბათობა გაიზარდა. 

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკელებზე თავდასხმები, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში და აზიაში მოეწყოს. მათ შორის ტერაქტები, შესაძლოა, სირიაში და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის დარტყმების შედეგად განხორციელდეს. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციები პარიზში მომხდარი მოვლენების შემდეგ განახლდა. 

ტერორისტების თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და 2 პოლიციელი დაიღუპა. 

ამის შემდეგ საფრანგეთში ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანეს. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics