13:56 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 15:37:27, 674 ნახვა

რეგიონი
ნუგზარ სურმანიძე ნახიჩევანელ კოლეგას შეხვდა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე სამუშაო ვიზიტით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში ნუგზარ სურმანიძემ შეხვედრა გამართა ნახიჩევანის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ჯავიდ საფაროვთან გამართა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკას ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობა ასთმით დაავდებული ბავშვების სანატორიულ–კურორტულ მკურნალობას მოიცავს. 2012 წელს აჭარიდან ნახიჩევანში   რეაბილიტაციის კურსი ოცმა ბავშვმა, 2014 წელს კი ოცდასამმა გაიარა. 2014 წელს აჭარამ ნახჭევანელ ბავშვებსაც უმასპინძლა.

„ვიზიტის მიზანი წარმოადგენს იმ სიახლეების გაცნობა, რაც  ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ჯანდაცვის სფეროში გააჩნია. ჩვენ უკვე შევხვდით ნახიჩევანის ჯანდაცვის მინისტრს, გავეცანით ადგილობრივი კლინიკების, პოლიკლინიკების და რეაბილიტაციის ცენტრების საქმიანობას. ასევე განვიხილეთ ის პროექტები, რომელის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ. ეს გახლავთ ბრონქული ასთმით დაავადებული ბავშვების გაცვლითი პროგრამა. ჩვენ მზად ვართ წინა წლების მსგავსად ბავშვები გამოვუშვათ ნახიჩევანის სარეაბილიტაციო ცენტრში. გარდა ამისა მზად ვართ სანაცვლოდ მივიღოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნახიჩევანელი ბავშვები, ისინი ბათუმში  შესაბამის რეაბილიტაციის კურსს გაივლიან“, - განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 8 ივნისს ქ. ბათუმსა და ქ. ნახიჩევანს შორის თანამშრომლობისა და დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს მხარეებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გააქტიურება წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics