12:56 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-30 09:05:56, 12012 ნახვა

ომი უკრაინაში
სამშვიდობო გეგმაზე მოსალაპარაკებლად დღეს ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება

დღეს ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც რუბიოც დაესწრება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კვირას ფლორიდაში უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, რათა განიხილონ ვაშინგტონის გეგმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ, იუწყება AFP აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. შეხვედრას ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც დაესწრება.

მარკო რუბიომ გასულ შაბათ-კვირას ჟენევაში უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია (რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით) აშშ-ში შაბათს საღამოს, აშშ-ის დროით, ჩავა, რათა გააგრძელოს სამშვიდობო გეგმაზე დისკუსიები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics