13:48 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-21 12:49:14, 3052 ნახვა

სპორტი
ევროპის ჩენპიონატზე ლაშა ბექაური ვერ იჭიდავებს, მის ნაცვლად, ჯაბნიაშვილი გაემგზავრება

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-27 აპრილს ძიუდოში გასამართ კონტინენტის პირველობაზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ვერ იჭიდავებს.

ქართველი ძიუდოისტი ტურნირს ჩაეხსნა, მის ნაცვლად კი 90 კგ-ში გიორგი ჯაბნიაშვილი იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ბექაურს პარიზის ოლიმპიადის შემდეგ არცერთ ოფიციალურ ტურნირზე არ უჭიდავია.

ჩვენი გუნდი შეჯიბრებაზე ცხრა მამაკაცით და ექვსი ქალი ძიუდოისტით გამოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

კაცები:

60 კგ – გიორგი სარდალაშვილი

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ – ტატო გრიგალაშვილი

90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი

100 კგ – ილია სულამანიძე

+100 კგ – გურამ თუშიშვილი

ქალები:

48 კგ – ჯულიეტა როდონაია

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ნოზაძე

63 კგ – ეთერ ასკილაშვილი

70 კგ – მარიამ ჭანტურია

+78 კგ – სოფიო სომხიშვილი

ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური პირველობისთვის, რომელიც 27 აპრილს გაიმართება, საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), გიორგი ჯაბნიშვილი (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაემატებიან - წერს პირველი არხი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics