23:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 15:32:44, 4132 ნახვა

კულტურა
მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო გარდაიცვალა

84 წლის ასაკში, ცნობილი იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტი უკვე დაადასტურა საგამომცემლო სახლმა, Bompiani რომელტანაც მწერალი, ბოლო წლებში თანამშრომლობდა.

ეკოს გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

"მაშინ როცა განათლებულ ევროპელთა 99 %–მა არ იცის, რომ ქართველებისათვის ყველაზე დიდი ლიტერატურული ძეგლი რუსთაველის “ვეფხისტყაოსანია” და ევროპელები ასევე ვერ შევთანხმებულვართ (შეამოწმეთ ინტერნეტში) ამ ჩვენთვის უცნობ ანბანზე დაწერილ ნაწარმოებში მთავარ პერსონაჟს პანტერის ტყავი მოსავს, ვეფხვის, თუ ლეოპარდის? და კვლავაც ვაგრძელებთ საკუთარი თავისთვის შეკითხვის დასმას: “ეს რუსთაველი ვიღა იყო?!” - მწერლის ეს წერილი 2010 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა ჟურნალ “ესპრესოში”.

უმბერტო ეკო  5 იანვარის, 1932, ალესანდრიაში დაიბადა. არის  გახმაურებული ბესტსელერის „ვარდის სახელის“ ავტორი.

მისი შემოქმედებითი კარიერა დაიწყო წიგნით – "წმინდა თომას ესთეტიური პრობლემა", რომელსაც 1959 წელს მეორე ნაშრომი, "შუა საუკუნეების ესთეტიკის განვითარება" მოჰყვა. ამ ორი წიგნით უმბერტო ეკომ შეძლო თავის დამკვიდრება იმდროინდელი იტალიის სამეცნიერო წრეებში, როგორც შუა საუკუნეების დიდმა მცოდნემ. 1959 წელს უმბერტო ეკო ტოვებს ტელევიზიას და მუშაობას იწყებს მილანის საგამომცემლო სახლში "ბომპიანი", მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე.

ამ წლების განმავლობაში, ეკო იწყებს იმ დროს ახლად წამოჩიტული მეცნიერების, სემიოტიკის იდეების დანერგვას საკუთარ შრომებში და ღია ტექსტის იდეაზე ფიქრს, რასაც მოჰყვა 1962 წელს დაწერილი წიგნი "Opera aperta" (ღია ნაწარმოები).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics