13:15 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 15:10:37, 429 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთზე არ საუბრობენ

მთავარ პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დამკვეთთან დაკავშირებით ვერსიები არსებობს, თუმცა ვინაობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გახდება. 

„გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე დაკავებულია მხოლოდ შემსრულებელი, ანუ პიროვნება, რომელმაც ხელყუმბარა დადო და რომლის აფეთების შედეგადაც იური ვაზაგაშვილი დაიღუპა.  შესაბამისად,  ამ ეტაპზე მე დამკვეთებზე ვერ ვისაუბრებ. არსებობს ვერსიები, რომლებზეც საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.  რა თქმა უნდა შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, – აღნიშნა შოთაძემ.

რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მვკლელობას, შოთაძის თქმით, ერთ–ერთი ვერსიით ის ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება. 
ცნობისთვის, პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დააკავა. 
მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, ის წალკის რაიონში პოლიციის ერთ–ერთი რიგითი თანამშრომელი გია სოსანაშვილია. 
მისივე თქმით, პროკურატურამ გია სოსანაშვილი გუშინ დააკავა, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. 
შოთაძის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
„თუმცა მინდა საზოგადოებას განვუმარტო, დნმ–ის კვლევა 100%–იანი უტყუარი მტკიცებულებაა და ამის საეჭვოდ და სადავოდ გახდა მეცნიერულად შეუძლებელია“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics