13:56 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 20:19:28, 456 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგას იოაკიმ გაუკს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  ყოფილი პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა. 

„ღრმად დამამწუხრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, ბატონი რიხარდ ფონ ვაიცზეკერის გარდაცვალების ამბავმა. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის  ოჯახის წევრებს და გერმანელ ხალხს.

როგორც გამორჩეულმა პოლიტიკოსმა, ბატონმა ვაიცზეკერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და უდიდესი წვლილი შეიტანა გერმანიის გაერთიანების საქმეში.  დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელი ხალხი არასდროს დაივიწყებს მის დამსახურებას ქვეყნის წინაშე.

მსურს, მოწიწებით გთხოვოთ გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება და თანადგომა ბატონი რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ოჯახს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics