12:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 13:47:30, 1063 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში განმეორებითი მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში განმეორებითი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე  4 ადამიანია დაიღუპული. 

ინფორმაციას „ბიბისი“–ს ავრცელებს.

უცხოური მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ ნეპალში, ქალაქ ნამჩე ბაზართან დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდას მიაღწია.  მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს იყო. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთის დედაქალაქ დელიშიც.

შეგახსენებ, ნეპალში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 25 აპრილს მოხდა, რასაც 8 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 18 000-მდე ადამიანი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics