17:09 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-28 19:26:29, 952 ნახვა

პოლიტიკა
TOK TV: სავარაუდოდ ნაცემია ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 28 მარტს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, "ქართული ოცნებიდან" ჰამბარცუმ ბაბოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოცემა TOK TV წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მაღალჩინოსანს საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ დაესხნენ თავს. 

ადგილობრივი მედია წერს, რომ მათი წყაროს მონაყოლის თანახმად, "ქართული ოცნების" წევრი მის მიერ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლისთვის დასმული შეკითხვის გამო "დაისაჯა".

უფრო კონკრეტულად, TOK TV-ის თანახმად, გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელს ჰკითხა, აღადგენს თუ  არა ახალციხის საკრებულო სომხური სასაფლაოს ავარიული კედელს წელს?

გამოცემის ცნობით, არქიტექტურის სამსახურის წარმლამდგენლემა, ქეთევან თედორაძემ ბაბოიანს გუშინ საკრებულოს სხდომაზევე უპასუხა, რომ არა. მისივე თქმით, წელს ახალციხის მერიის ბიუჯეტში, სომხური სასაფლაოს რეაბილიტაციის ფული არ აქვთ გათვალისწინებული.

საკრებულოზე ამ განხილვიდან, მეორე დღეს, 28 მარტს, სხდომის დასრულების შემდეგ, ჰამბარცუმ ბაბოიანს, მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოცემა წერს, რომ მიზეზი მერიის წარმომადგენლისათვის კრიტიკული კითხვის დასმა გახდა, მით უფრო, რომ ჰამბარცუმიანი “ქართული ოცნების” რიგებიდანაა. 

ბაბოიანი ცემის ფაქტს არც დაადასტურებს და არც უარყოფს. TOK TV წერს, რომ ისინი ასევე დავუკავშირდით, წყაროს მიერ ნახსენებ პირს, რომელმაც სავარაუდოდ იძალადა ბაბოიანზე. გამოცემის ცნობით, ის მომხდარს უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics