20:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 09:36:54, 1529 ნახვა

სამხედრო
მე-13 ქვეითი ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დასრულდა

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა.

„ასეულის დონის საველე სწავლება 60 მმ ნაღმმტყორცნის, 122 მმ არტილერიის, სნაიპერთა ჯგუფის, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევისა და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა.

ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics