2019-03-20 15:38:09, 3890 ნახვა
ევროპის ამბები
გოცირიძე: იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად ვუწოდოთ „თეა“ [ვიდეო]
„ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის პარლამენტმა გადაარქვა სახელი ქალაქ ასტანას და უწოდა ნურსულთანი, გამომდინარე იქედან, რომ ეს ადამიანი, ნურსულთან ნაზარბაევი, 30 წელიწადი უმწიკვლოდ ემსახურა თავის სამშობლოს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი თეას მოხსენება, რომელიც იყო დემონსტრირება იუსტიციის სამინისტროს თავბრუდამხვევი წარმატებებისა. იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად ვუწოდოთ თეა“.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე / პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა
ავტორი: ექსპრესნიუსი,