01:14 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 11:22:02, 737 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძემ სამხედრო ფრეგატის ეკიპაჟს უმასპინძლა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თურქული სამხედრო გემის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ  ოზგურ ოზთურქის და ეკიპაჟის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამხედრო ფრეგატა TCG Yavuz (F-240) ბათუმში „ზღვის ვარსკვლავი 2016 წვრთნების" ფარგლებში იმყოფება. გემი ბათუმის პორტში ორდღიანი მეგობრული ვიზიტითაა შემოსული. მათივე ინფორმაციით, საქართველოს გარდა მსგავს ვიზიტებს ფრეგატა ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში განახორციელებს. შეხვედრაზე რეგიონის მეთაურმა სტუმარს აჭარის შესახებ ესაუბრა, გააცნო მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საინვესტიციო ტურისტული პოტენციალი.

დღესვე ეკიპაჟის წევრები შეხვედრას გამართავენ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics