18:02 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 16:44:47, 920 ნახვა

რეგიონი
სოფელ ცვანეში ძვ. წ. X-VI საუკუნეების სამარხი აკლდამები და საკულტო მოედანი აღმოაჩინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე გვიანბრინჯაო - ადრერკინის ხანის ,,ერგეტის მეორე სამაროვანზე“ საველე - არქეოლოგიური კვლევა-ძიება დაასრულა.

გამგეობის ინფორმაციით, ჩატარებულ საველე - არქეოლოგიური კვლევა-ძიების დროს ძირითადად გამოვლინდა რკინის საბრძოლო და შრომის იარაღები, სხვადასხვა ძვირფასი მეტალისგან დამზადებული მძივსამკაულები (მათშორის ოქროსი), სარიტუალო და საკულტო დანიშნულების არტეფაქტები (ქანდაკებები, ზარაკები, და სხვ.). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტეპური რუსეთის ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ორი ბიმეტალური ცულწერაქვას (კლევეცი) აღმოჩენა. ამიერკავკასიის სამარხეულ კომპლექსებში ამგვარი იარაღის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა დაფიქსირებული და ამავე დროს აქვე აღმოჩენილ აკინაკებთან ერთად პირდაპირი მანიშნებელია ნომადურ - სკვითურ - კიმერიულ სამყაროსთან ურთიერთობის.

აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლი სამეცნიერო წრეებისათვის 1980 წლიდანა ცნობილი, მაგრამ უსახსრობის გამო მისი საბოლოოდ გადარჩენითი სამუშაოების შესრულება ვერ ხერხდებოდა. 2013 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ძეგლის სამეცნიერო მნიშვნელობის გაზრდა და ახალი მასალების მოპოვება.

სულ მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვის მეათე - მეექვსე საუკუნეების პერიოდის 13 კოლექტიური სამარხი აკლდამა და 1 საკულტო მოედანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics