17:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 14:53:50, 9480 ნახვა

სპორტი
ესპანური გამოცემის, Marca-ს ყურადღების ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილი მოექცა

ლა ლიგის დებიუტანტი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ესპანურ ლიგაში მე-3 ქართველი არის და მან რამდენიმე დღის წინ „ლევანტეს“ შემადგენლობაში ითამაშა  ცნობილი სპორტული გამოცემის, Marca-ს ყურადღება მიიქცია.

მადრიდულმა გამოცემამ   სტატია  ლა ლიგის დებიუტანტებს მიუძღვნა, სადაც რა თქმა უნდა გიორგი ქოჩორაშვილიც მოხვდა.

„გლობალიზაციის შედეგად, ესპანურ ლიგაში ფეხბურთელები უამრავი ქვეყნიდან მოდიან. მათგან ბევრი საკმაოდ ეგზოტიკურია. მაგალითად, ხოსე ლუის როდრიგესი ალავესიდან, რომელიც სებასტიანი კომპანის, რომელ ფერნანდესის, დელი ვალდესის, ჯოის მორენოსა და რობერტო ჩენის შემდეგ, ლა ლიგაში მე-6 პანამელი ფეხბურთელია. აი, ლევანტემ კი 21 წლის ქართველი გიორგი ქოჩორაშვილი ათამაშა, რომელიც მისი ქვეყნის მე-3 წარმომადგენელია. მანამდე, ლა ლიგაში შოთა არველაძე (იგივე ლევანტე) და გიორგი დემეტრაძე (სოსიედადი) გვინახავს”, - ვკითხულობთ სპორტული გამოცემის სტატიაში.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics